среда, 16 ноября 2011 г.


1.    პროექტის სახელწოდება: ობოლი მარგალიტი - „ვეფხისტყაოსანი“
2.      პროექტის მთავარი იდეა(თემა): „ვეფხისტყაოსნის" უძველესი და იშვიათი გამოცემების გაცნობა სასკოლო ასაკის მოსწავლეებისა და ფართო საზოგადოებისათვის; პოემის გამოცემებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ( ავტორი, პოემის გამომცემლები, ილუსტრატორები და სხვ.) შესწავლა- გაშუქება.
3.      პროექტის აქტუალობა: პირველი ბეჭდური „ვეფხისტყაოსანი“ 1712 წ. გამოსცა ვახტანგ VI-მ, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენიდან  თითქმის სამმა საუკუნემ განვლო. 2012 წ. ქართული საზოგადოებისათვის აქტუალირი იქნება ამ მნიშვნელოვანი თარიღის გახსენება. ჩვენი პროექტი სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300-წლოვან იუბილეს ეძღვნება.
4.      პროექტის მიზნები: სასკოლო ასაკის მოსწავლეებმა გაითავისონ „ვეფხისტყაოსნის“, ამ უბადლო ქმნილების მნიშვნელობა, მოიძიონ პოემასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ინფორნაცია, თავად აწარმოონ კვლევა და შექმნან სათანადო რესურსი.
5.      მონაწილეთა ასაკი: VI-XII კლასის მოსწავლეები;
6.      ვადები/ხანგრძლივობა: 2011-12 სასწავლო წელი;
7.      მოსალოდნრლი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული პრეზენტაციები (ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“, პოემის პირველი გამომცემლები - ვახტანგ VI და სულხან-საბა, შოთა რუსთაველის ბიოგრაფია, „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი და იშვიათი გამოცემები; პოემის ილუსტრატორები და სხვ.), „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი სასწავლო თამაშები, ელექტრონული ტესტები, კლიპები, ბუკლეტი, გაზეთი.
8.      პროექტისათვის საჭირო რესურესები: კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი პრინტერი, ქაღალდი, ფორმატები, მარკერები, სტენდები.

9.    პროექტის მსვლელობა:
1. კონფერენცია თემაზე: შოთა და მისი უკვდავი პოემა

1.1თემატიკის შერჩევა (ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“,პოემის პირველი
 გამომცემლები - ვახტანგ VI და სულხან-საბა, შოთა რუსთაველის ბიოგრაფია, 
„ვეფხისტყაოსნის“ უძველესი და იშვიათი გამოცემები; პოემის ილუსტრატორები)

1.2 მასალების მოძიება და საკონფერენციო თემის დამუშავება

1.3 პრეზენტაციების მომზადება

1.4 კონფერენციის ორგანიზება და ჩატარება

2. ვიქტორინა: „ჩვენ ვსწავლობთ „ვეფხისტყაოსანს"

2.1. ვიქტორინის დებულების შემუშავება

2.2. საორგანიზაციო ჯგუფის შექმნა

2.3. ჟიურის შერჩევა

2.4. ვიქტორინის მასალების შექმნა

2.5. ვიქტორინის ორგანიზება

3. საჩვენებელი გაკვეთილები

4. სტენდური გამოფენა

4.1. „ვეფხისტყაოსნის" იშვიათი გამოცემების გამოფენა

4.2. ცალკეული ჯგუფების მიერ საკუთარი ნამუშევრების სტენდური გამოფენა

5. კლეტის დამზადება
6.  გაზეთის გამოცემა
6.1. რედკოლეგიის შექმნა
6.2. საგაზეთო რუბრიკების შემუშავება
6.3 საგაზეთო მასალების მომზადება
6.4. გაზეთის დაკაბადონება და გამოცემა
6.5. გაზეთისა და ბუკლეტის გავრცელება სკოლასა და თემში
11.  პროექტის ხელმძღვანელი: დალი ბენაშვილი
12.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: dalibenashvili@Gmail.com